უბრალოდ მინდოდა ეს ფოტოები აქაც ყოფილიყო…
This slideshow requires JavaScript.
მინდა მყავდნენ.. მაგრამ მეშინია რომ ვერ მოვუარო და მომიკვდნენ…
უბრალოდ მინდოდა ეს ფოტოები აქაც ყოფილიყო…
This slideshow requires JavaScript.
მინდა მყავდნენ.. მაგრამ მეშინია რომ ვერ მოვუარო და მომიკვდნენ…
რაღაცნაირ უცნაური განწყობით თურმე უბრალოდ მთელი ეს ახალი წელი ამ ფილმის ყურება მინდოდა…. ზუსტად ის შეგრნებები და განწყობა რაც მინდა მთელი წლის განმავლობაში ჩემთან იყოს..
შეცდომები… გამოსწორების მეორე შანსი… ახალი ცხოვრება…
უყურეთ…
და მუსიკა
…
როგორც ყოველთვის კარებთან დავდექი და მგზავრების დათვალიერება დავიწყე.
რაღაც სიხალვათეა. ყველა ზის და მაინც ბევრი თავისუფალი ადგილია. მე უბრალოდ მიყვარს ფეხზე დგომა.
წინ – საკუთარ ანარეკლს ვხედავ. მიღიმის.
მარჯვნივ – ვიღაც ბიჭი დგას თავისთვის. თავჩაქინდრულია.
უკან – კარია
მარცხნივ – ხანშიშესული ქალი ზის. საგულდაგულოდ შავად შეღებილი თმა. სათვალე. ყელზე და ხელზე ანტიკვარული “დვოიკა”: საყურე–ბეჭედის განუყოფელი წყვილი.
გახუნებულ შავ ჩანთაში ყოფს ხელს და ფრთხილად ამოაქვს პატარა ვარდისფერი საფულე ( აი ისეთი საბავშვო არხებზე რეკლამები რომ გადის პატარა პრინცესების ან ბარბების ჯადოსნური კომპლექტი) ბრჭყვიალა. ალბათ შვილიშვილმა აჩუქა. ან როგორც ხდება ხოლმე – ჩვენგან მივიწყებულ და მიგდებულ ძველ საყვარელ ნივთებს ბებიები შემთხვევით რომ გადააწყდებიან და მერე უცებ გამოუძებნიან ახალ დანიშნულებას.
მერე რა რომ ქალი სამოცი წლის იქნება/ ეგ ნაოჭები და ვარდისფერი ბრჭყვიალა საფულე მაინც თბილად მხვდება თვალში.
დავუბრუნდეთ:
საფულე ფრთხილად გახსნა და ორად გაკეცილი პატარა ქაღალდი ამოიღო.
გაშალა.
დახრილი ასოებით გარკვევით წერია:
“ნიგოზი
სალფეთქები
ფქვილი
საჩუქრები, სალუტები (ბავშვებისთვის)”
ამ ყველაფერს გვერდზე თავის ღირებულებაც აწერია.
უყურებს სიას და თან ამოწმებს გვერდზე დადებულ თეთრ პარკებში რამე ხომ არ გამორჩა.
ნიგოზი–არის, ფქვილი–არის, ბავშვებისთვის ნაყიდი ერთი ცალი ფეიერვერკი(სალუტი) ისედაც თავიდანვე დავინახე.
გარკვევით ვერ ვხედავ მაგრამ მგონი რაღაც აკლია. ჰო, სალფეთქები და… და…
საჩუქრები არ არის ბავშვებისთვის.
მერე მგონი მარტო მე დავინახე როგორ მოიწმინა უცებ ცრემლი. ქაღალდი ისევ ორად გაკეცა და ობლად დარჩენილი ხუთლარიანის გვერდით მიუჩინა ადგილი ვარდისფერ საფულეში.
მერე მე წავედი.
. . .
გარეთ ცივა. ძალიან ცივა. ქარია.
მივუყვები ნაძვის ხეების და ჩიჩილაკების გრძელ რიგს. აქეთ–იქიდან სხვადასხვა ინტონაციით ჩამესმის ნაძვის ხის ფასები.
თითქოს მხიარული განწყობა და გაყინული სახეები.
…
–ერთი კილო მანდარინი რა არის შვილო, წაიღე ორი და გამიშვი სახლში. ეს ორი დამრჩა. კაცი არა ხარ? ბავშვები მელოდებიან…
(იორამი მახსენდება)
…
ქუჩის კუთხეში ძირს ერთი ქალი ზის. სულ ასე მხვდება. უძრავადაა და თვალებს პერიოდულად რომ არ ახამხამებდეს არც ვიფიქრებდი რომ ცოცხალია. ხელში სულ მთლიანად ნაჭრებში გახვეული ბავშვი უჭირავს. მათ გვერდზე რომელიღაც ცნობილი კომპანიის პრომო–ნაძვის ხე დგას. – საახალწლო განწყობას უქმნიან (ალბათ).
…
უბრალოდ ახალი წელი მარტო განათებული რუსთაველის ქუჩა არაა. :შ
ხილის გამყიდველები მეტროს ამოსასვლელთან
:1: – იორამ, გაიგე?! ათასლარიანი შამპანიურები იქნება გაყიდვაში ამ ახალ წელსო.
(იორამი დუმს. თბილი მოხუცია. სევდიანი თვალებით და შრომისგან გამომხმარი ხელებით)
:2: – მერე ვიყიდოთ ფული არა გვაქვს თუ რა.
:1: – მე მაქ და თქვენი არ ვიცი. (ძალიან სევდიანი ირონიით)
* * *
– ბებო, ბები ერთი მანდარინი მაჭამე რააა…
(– ეგ ისეთია მეორესაც გვაჭმევს ბიჭო– გვერდზე რომ მეორე მიყვებოდა იმან ჩაილაპარაკა თავისთვის, ბებოს არ გაუგია)
– აჰა, შვილო შენც აიღე, მშიერი გაქვს თვალები.
* * *
იორამი – როგორი უნდა იყოს მაინც ათასლარიანი შამპანიური…
This slideshow requires JavaScript.
არ ვიცი ყურადღება რატომ მომაქცია. მეტროს ვაგონი ხალხით გადაჭედილი იყო და ისედაც ყველგან შეუმჩნეველი არც მას უნდა დავენახე.ისე ეს ერთადერთია რაზეც ვერ ვთანხმდებოდით. პირველი შეხვედრა ორივეს განსხვავებულად გვახსოვდა.
მე მეხსიერება არასოდეს მღალატობს, არც მას. მაინც ვერ ვთანხმდებოდით.
მე… მახსოვს მეტროს ბაქანზე ვიდექი. ჩემ წინ კარი გაიღო, კითხვა არ შემიწყვეტია ისე შევაბიჯე და იქვე კართან გავჩერდი. ვიცი ბევრი ხალხი იყო. ჰაერი ძალიან მძიმე და ბევრის სუნთქვას ვგრძნობდი. შეუძლებელი იყო იმდენ ხალხში მერორე ბოლოდან დავენახე.
ის… მიმტკიცებს, რომ თავისთვის იჯდა ბოლოში და შეუძლებელი იყო ცარიელ ვაგონში ჩემი შემოსვლა არ შეემჩნია.
მე კარგი მეხსიერება მაქვს…მასაც…
მას არ უყვარს პოეზია. მარტო იმას კითხულობს რასაც მე ვურჩევ ხოლმე. ძალიან უნდა ჩემი ნაწერები წავაკითხო, მე–არა. მერე შევეჩვევი და მეშინია.
სახლში არასოდეს მაცილებს. არ უნდა იცოდეს სად ვცხოვრობ. არც მე. ხანდახან ვერ ვხვდები რა უნდა ჩემგან. ზედმეტად იდეალურია, თითქმის არარეალური. ასეთებს ბავშვობიდან ვერ ვიტანდი. მე ხომ იმის ფანტაზიაც არ მქონდა წარმოსახვითი მეგობარიო გამომეგონებინა და გზაზე გავლებულ თეთრ ხაზს ვემეგობრებოდი…
განსაზღვრულ დღეს ვხვდები, კონკრეტულ დროს და ზუსტად იმდენ ხანს ვრჩებით ერთად რამდენიც საჭიროა მეტროთი ორი გაჩერება გავიარო და სახლში მივიდე.
დამშვიდობებისას მიღიმის და ხელს მიქნევს სანამ კარები არ დაიხურება. როგორც კი თვალს მიეფარება მაშინვე მავიწყდება როგორ გამოიყურება. მთელი მონდომებით ვაკვირდები ხოლმე ნაკვთებს – თვალებს, თმას, წამწამებს, იმ პატარა ფოსოებს ლოყაზე რომ უჩნდება ღიმილისას. მაინც მავიწყდება როგორ გამოიყურება. მარტო ღიმილი აქვს დამამახსოვრებელი, სხვა ყველაფერი ჩვეულებრივია, ისე უბრალოდ ჩვეულებრივი, რომ დამახსოვრებად არც ღირს.
მე მისთვის ლექსები მომაქვს. ის ღიმილით მისმენს და უხარია, რომ ჩემამდე არავინ უკითხავდა ლექსებს. ახლა პოეზია და ჩემი წაკითხული ლექსები მისთვის სინონიმებია. მე მიხარია….
ზღვა არასოდეს უნახავს.
მე ზღვასთან გავიზარდე. როცა ჩემს სახლზე ვუყვები თვალები უფართოვდება და ყურადღებით მისმენს. ეს იშვიათად… ისე თუ ლექსებს არ ვუკითხავ სულ თვითონ ლაპარაკობს. მე ვუყურებ და როცა ჩუმდება მაშინ ვიღიმი. სხვა მგზავრებიც ღიმილით გვიყურებენ. არ ვიცი რას ფიქრობენ. უბრალოდ გვიყურებენ და იღიმებიან…
მე პატარა ვარ, ის ჩემზე დიდია.
მე არ მიყვარს როცა ხმამაღლა ვკითხულობ, მით უმეტეს ლექსებს (საკუთარი ინტონაცია მაღიზიანებს), მას მოსწონს. ვიცი, იმიტომ მოსწონს, რომ სხვა არავინ უკითხავს, მაგრამ მაინც მსიამოვნებს.
ხანდახან არ მოდის. ალბათ აგვიანდება… მაშინ მე უბრალოდ ვდგავარ კარებთან და ჩემს ნაწერებს ვკითხულობ, გაჩერებაზე ჩავდივარ და აუჩქარებლად მივდივარ სახლში.
მისი არც სახელი ვიცი არც გვარი. არც მან ჩემი. იცის, რომ ზღვასთან გავიზარდე, ბუშტები მიყვარს და სახლში ნაფლეთებად ქცეული ფრანი მაქვს, რომელსაც ჯერ კიდევ ზღვის და ჩემი სახლის სურნელი ასდის და რომელიც ჩემი ბავშვობის ყველაზე საყვარელი მოგონებაა…
ის ხატავს. თავისი ნახატი მაჩუქა. ზღვა დახატა, რომელიც არასოდეს უნახავს. არ მომეწონა, მაგრამ არ მითქვამს. მინდოდა მესიამოვნებინა და ლიმონი ვაჩუქე. დაიბნა და გამიღიმა.
ერთ დღეს გაჩერებაზე ჩემთან ერთად ჩამოვიდა და ზოოპარკში დამპატიჟა. მე შემეშინდა და გავიქეცი. ახლაც არ ვიცი რისი შემეშინდა. მეათე სართულიც რომ ავირბინე მერე მივხვდი როგორ სულელურად მოვიქეცი. იქვე კიბეზე ჩამოვჯექი და ავტირდი.
იმის მერე სახლში ფეხით დავდივარ.
გზა კითხვით გამყავს, აღარ ვკითხულობ ლექსებს. ზოოპარკთან ვჩერდები. ბუშტებს ვყიდულობ და პირველივე ბავშვს ვაძლევ.
სახლში რომ დავბრუნდი კარებთან ლიმონი და ფრანი დამხვდა.
ვაგროვებ სიტყვებს ზე რომ ურევია ))
ზე-იმი
ზე-წარი
ზე-განი
ზე-ვსი
ზე-გ
ზე-ვით
ზე-დსართავი
პრე-ზე-ნტაცია
ზე-ფირი
გა-ზე-თი
ვა-ზე-ლინი
რე-ზე-რვი
ბე-ზე
ზე-თისხილი
ზე-პირი
ზე-ციერი
ზე-დმეტი
ზე-პირსიტყვაობა
ზე-ცა
ზე-ბრა
ზე-ზვა
მ-ზე
ზე-სკნელი
ზე-ბუნებრივი
ზე-დაეწერი
ზე-სტაფონი
ზე-ნიტი
ზე-გარდმო
ზე-მდგომი
ზე-ინკალი
ზე-ცა
ზე-დაპირი
ზე-ლანდია
ზე-თი
ზე-ბულონიდა კიდევ ბევრი ბევრი სიტყვა, რომელსაც უბრალოდ -ზე თანდებულს დაურთავთ ))
და ბოლოს ზე-მფირა
ნელ–ნელა თითქოს ყველაფერმა თავისი ადგილი უნდა იპოვოს. თეთრი – თეთრია, შავი – შავი, ყავისფერშეპარული ყვითელი – ყავისფერშეპარული ყვითელია და მორჩა. არც ერთი მძიმით ან წერტილით მეტი..
იცვლება ყველაფერი ჩვენ ირგვლივ – გარემო, ურთიერთობები, გრძნობები, შეხედულებები, აზრები, ფიქრები… ადამიანები?! ალბათ უფრო კი ვიდრე არა. მგონი საუკუნეა ჩემში ამ ცვლილებას ველოდები და რატომღაც ძალიან იგვიანებს.
ცოტა ხნით სიამოვნებით გავუცვლიდი სხვას ჩემს საკუთარ თავს.
დილას რომ გავიღვიძებ და სულ სხვა ვიქნები. სხვა ცხოვრებით, სხვა ფიქრებით, სხვა სხეულით, სხვა რეალობით… უფრო მნიშვნელოვანი და სასურველი ვიდრე ახლა… უფრო საინტერესო და მიმზიდველი, უფრო ნათელი და ამაღლებული…
მე ყოველთვის ვამბობ რომ აუცილებლად დავბრუნდებოდი წარსულში იმ შეცდომების გამოსასწორებლად რაც დამიშვია, არ გავიმეორებდი მათ შესაძლებლობის შემთხვევაში…და არ მაინტერესებს რომ “ადამიანი შეცდომებზე სწავლობს” და ამ შეცდომებით უფრო “ჭკვიანი” ან უფრო “გამოცდილი” ხარ… შეცდომებს ტკივილი მოჰქონდათ მარტო – ჩემი საყვარელი ადამიან(ები)ისთვის… და არაფერი მიღირს იმად, რომ კიდევ ერთხელ ვატკინო მას(თ)…
“მოდი, ყველაფერი იმას დავაბრალოთ, რომ გუშინ ქარი, უბრალოდ, არ ქროდა…”
დღეს ჩამოვხსენი ხის ტოტებში გაჩხერილი ცისფერი წერილი და ისევ შენსკენ გამოვატანე…
ჩემი ანი… ჩემი მზიანი.. ღიმილიანი და ახლა უვკე ამეთვისტოიანი ანი.. <3
არ იცი, როგორ მიხარიხარ, როცა ასეთს გხედავ: “სალოლ, ბედნიერი ვარ… აი ისეთი ბედნიერი თვალებს რომ ხუჭავ და გაღიმებული რომ დგახარ…”
უბრალოდ მიხარია და არც კი ვიცი საერთოდ რა უნდა გითხრა.
“ის ტრადიციული კითხვები მეც მიპყრობს ხოლმე – ვიმსახურებ კი ამხელა ბედნიერებას? ან უცებ რომ გაქრეს? “
რა უნდა გითხრა განსხვავებული, როცა კითხვებზე პასუხებს შენითაც პოულობ ხოლმე: “…და მაინც, როცა ბედნიერი ხარ, უბრალოდ უნდა დატკბე იმ წამებით ათეულობით წლის შემდეგაც კი ღიმილად რომ გაგახსენდება, მთელ მარადისობად რომ ღირს.”

კიდე იცი რა მიხარია.. მალე სულ ახლოს რომ გიგრძნობ! გულთან ძალიან ახლოს!..
ცოტა მეშინია. არ ვიცი როგორ შევხვდებით ერთმანეთს, მორიდებით გავუღიმებთ თუ დიდი ხნის უნახავი, ბავშვობის მეგობრებივით ჩავეხუტებით ერთმანეთს.
არა, ღიმილი მაინც აუცილებელია… და მზე. უამისოდ საერთოდ არაფერი გამოვა!
მერე ალბათ ძალიან ბევრს ვიბოდიალებთ.. შენ მომიყვები ამეთივსტოზე.. ბევრს, ბევრს… და მე ვიფიქრებ, რომ ასე, ალბათ ბევრს არ უბრწყინავს თვალები!
…მოგისმენ და დავითვლი, მასზე საუბრისას, რამდენჯერ გადაგირბენს სახეზე ღიმილი… ^_^
მერე მე მოგიყვები მზეზე… რომ მზე ყველას თანაბრად უნაწილებს თავის სინათლეს და სითბოს..და რა საოცარი სიზუსტით გრძნობს მანძილს! არც ისე შორდება მიწას, რომ გაყინოს და არც ისე უახლოვდება რომ დაწვას და გადაბუგოს..
და გეტყვი, რომ ის გრძნობს ადგილს და იცის სად უნდა იდგეს.. ადამიანებმა კი არ იციან – ისე შორდებიან ხშირად ერთმანეთს…
ნეტა, მზესავით გვეგრძნობს ჩვენც ერთმანეთს შორის მანძილი!..
მერე გავჩუმდები. შენ გაკვირვებული შემომხედავ და მე ვიტყვი: “ძნელია, იყო მზე, მაგრამ მზისთვის არა!..” : )
……………………………………………………………………………………………………..
მეშინია მაინც თითქოს..
თუმცა, შეიძლება ეს შიშიც არ არის!..
შიშისა და მოლოდინის დროს თითქმის ერთნაირია გულისცემა…
მინდა შენთან ერთად…
ასე… <3
……………….
და რა საჭიროა გითხრა, როგორ ძალიან მიყვარხარ…
ამას უთქმელადაც იგრძნობ!
<3